ავტორი:

"ფეხბურთელებმა ისტორიას გადახედონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში" - კალაძე ფარერულ კლუბთან "დინამოს" მარცხს "სამარცხვინოს", რომან ფიფიას კი "სუსტ მენეჯერს" უწოდებს

"ფეხბურთელებმა ისტორიას გადახედონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში" - კალაძე ფარერულ კლუბთან "დინამოს" მარცხს "სამარცხვინოს", რომან ფიფიას კი "სუსტ მენეჯერს" უწოდებს

"დინამოს“ ფარერებთან წაგება სამარცხვინო იყო", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია.

"ამხელა ისტორიის მქონე გუნდი, ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს, რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები?! ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ "თბილისის დინამო“ ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში. არ ვიცი...

რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში "დინამო თბილისმა“ ფარერების კუნძულზე, ქვეყნის ჩემპიონთან "კლაკსვიკთან“ 6:1 წააგო.

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ახალი საფეხბურთო მოედნიდან, სადაც ბიჭმა საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა

როგორ უნდა უპასუხოთ გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს იმისთვის, რომ ოცნების სამსახური დაიწყოთ

ახდენილი წინასწარმეტყველება - შვედი არისტოკრატი გოგონასა და ყველაზე დაბალი კასტის ინდოელი ბიჭის სიყვარულის საოცარი ისტორია