"თუ უღირსი საქციელი ჩაიდინე, იმასაც უნდა შეეგუო, რომ ოდესმე აუცილებლად გაგისაჯაროებენ"

"თუ უღირსი საქციელი ჩაიდინე, იმასაც უნდა შეეგუო, რომ ოდესმე აუცილებლად გაგისაჯაროებენ"

სულ რამდენიმე თვეში ქართველი მაყურებელი იხილავს მრავალსერიან მხატვრულ ფილმს "9+1", რომელშიც, რეჟისორ გოგა ხაინდრავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებული საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტებიც იქნება ასახული. ფილმი მხატვრულია, თუმცა დოკუმენტურ მოტივებზეა აგებული. გოგა ხაინდრავას ფილმზე, "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ...

გოგა ხაინდრავა:

- ფილმის გადაღებების დასასრულს უახლოვდება და ჩვენი ვარაუდით, მაისის ბოლოსთვის დაიწყება ჩვენება, თუმცა, ჯერჯერობით არხის პროდიუსერზე ვართ დამოკიდებული. საბოლოო სიტყვა მაყურებელზეა, მან უნდა შეაფასოს ჩვენი ნამუშევარი.

- მუშაობის პროცესში თუ აღმოაჩინეთ ისეთი ფაქტები, რაც საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი?

- ის, რასაც ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ, ნაკლებად არის ცნობილი. თუნდაც ის რამდენიმეწამიანი სიუეჟეტები, რომელიც უკვე ვანახეთ, ნამდვილად ვერ ასახავს იმ სამარცხვინო რეალობას, რაც ხდებოდა. ის, რასაც ჩვენ ვყვებით ფილმში, ამის ცოცხალი მოწმეები არსებობენ და არა მხოლოდ მოწმეები, დაზარალებულები, რომლებმაც თავად განიცადეს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, მათ შორის რამდენიმე ცოცხალი აღარ არის. ასე, რომ ყველა ამბავს რეალური საფუძველი აქვს და დეტალურად ვყვებით, იმათზე, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდნენ - ციხის თანამშრომლებზე, ადმინისტრაციაზე და ა. შ. ფილმის ყველა სიუჟეტი აგებულია რეალურ ამბავზე, რა თქმა უნდა, მხატვრული განზოგადება ყველა ფილმში ხდება, რადგან ეს არ არის დოკუმენტური ფილმი, შესაბამისად, ბევრი რამ მხატვრული კუთხითა და შემოქმედებითი გააზრებით არის დანახული და მაყურებლისთვის ნაჩვენები. ამ ჟანრს, თავისი სპეციფიკა აქვს, ეს არც საპროკურორო გამოძიებაა და არც სასამართლო, ეს არის კინო, შემოქმედება, რომელიც რეალურ ამბებზეა დამყარებული.

- მოწმეები ახსენეთ, რეალური პერსონაჟებიც მონაწილეობენ თუ ყველა როლს მსახიობები განასახიერებენ?

- ძირითადად მსახიობები თამაშობენ, თუმცა ეპიზოდებში, განსაკუთრებით მათში, რაც ციხეში ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს, ვინც მართლა იყო ციხეში და ყველაფერი თავად გამოსცადა. ასე რომ, ფილმში გადავიღეთ ის ადამიანებიც, ვინც რეალურად შეესწრო იმ ამბებს.

- ციხის ამბების გარდა, სხვა სფეროებსაც შეეხეთ?

- დიახ, ციხე, ერთერთი გამოვლინება იყო, იმ უკანონობის ძალადობის, აღვირახსნილობისა და სრული კოშმარი, რომელშიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური ზეობის დროს ამყოფა ჩვენი ქვეყანა. დარღვევების ყველაზე ნათელი მაგალითი, რასაც ისინი სჩადიოდნენ, იყო ციხე, მაგრამ ვიცით, რომ საშინელი სიტუაცია იყო ციხის გარეთაც. არანაკლები ადამიანი დაზარალდა მათ მიერ განხორციელებული მორალური ზეწოლით, ტერორით, გარყვნილებით, კორუფციით, ზნედაცემულობითა და სხვა ტიპის სახელმწიფოს დანაშაულებებით, რომ არაფერი ვთქვათ, ომზე.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."