პრობლემები, რომლის გამოც გლეხებს მიწის დარეგისტრირება უჭირთ

პრობლემები, რომლის გამოც გლეხებს მიწის დარეგისტრირება უჭირთ

სულ მალე პარლამენტი მიწის რეგისტრაციის გამარტივებულ ვარიანტს განიხილავს

უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ცხარე კამათის მიზეზი გახდა. ამის გამო კანონპროექტი პარლამენტიდან გამოიწვიეს და მასზე მუშაობა დღემდე გრძელდება. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც აღიარებს, რომ მიწის აღრიცხვის საკითხი ქვეყანაში უნდა მოწესრიგდეს, რომ უნდა ვიცოდეთ რა არის სახელმწიფოს საკუთრება და რა - კერძო პირებისა. მთავრობა გვაიმედებს, რომ უკვე შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციაში დაეხმარება და ამ პროცესს გაამარტივებს. ცნობილია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი. ახალი პაკეტი ამ ხარვეზის მოწესრიგებასაც ითვალისწინებს, რაც მრავალ გაუგებრობას მოაგვარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანის თქმით, არნიშნული კანონპროექტის პარალელურად, იუსტიციის სამინისტროში შემუშავდა მთელი პაკეტი ცვლილებებისა:

გია ჟორჟოლიანი - პარლამენტის წევრების აქტიური მონაწილეობით, რომელთა შორის მეც ვარ, შემუშავდა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციას ძალიან გაუადვილებს. მთავრობამ გადაწყვიტა, ეს ორი კანონპროექტი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოიყვანოს და მიწის რეგისტრაცია ბევრად უფრო ხელსაყრელი გახადოს - როგორც ფინანსურად, ასევე პროცედურული თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ მიწის რეგისტრაციის წესები მომავალში კიდევ უფრო გამარტივდება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია