წულუკიანი: "უნდა ვიყოთ ყურადღებით, როცა ევროკავშირთან საზღვარი გაიხსნება, არა მხოლოდ საკუთარი თავი, ქვეყანაც არ შევარცხვინოთ"

წულუკიანი: "უნდა ვიყოთ ყურადღებით, როცა ევროკავშირთან საზღვარი გაიხსნება, არა მხოლოდ საკუთარი თავი, ქვეყანაც არ შევარცხვინოთ"

ყველანი უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ როდესაც ევროკავშირთან საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა. მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირის მოცემული ქვეყნის კანონების განუხრელად დაცვას და იქაური წესების დაცვას.

"გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე იმედი გვაქვს, რომ საზღვრები გაიხსნება და შევძლებთ მოკლევადიანი მიზნებით, იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა, ახლობლების მონახულება თუ უბრალოდ სიახლეების ნახვა, ყოველგვარი რიგების, ვიზების და ბიუროკრატიის გარეშე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში" , - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წარმატება კოლექტიური ძალისხმევის შედეგია, რისთვისაც პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკომისიამ ოფიციალურ ვებგვერდზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებენ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."