მსოფლიო ლიდერებს ბაქოს ფორუმზე ილჰამ ალიევმა ულამაზეს ცოლ-შვილთან ერთად უმასპინძლა

მსოფლიო ლიდერებს ბაქოს ფორუმზე ილჰამ ალიევმა ულამაზეს ცოლ-შვილთან ერთად უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინოვი.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბაქოს მე-4 გლობალური ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. მან ფორუმის მონაწილე 70 ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მრავლსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მოკავშირეობა და მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

ფორუმზე მსოფლიო ლიდერებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევი მეუღლესთან - მეჰრიბან ალიევასთან და ქალიშვილთან ერთად უმასპინძლა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."