გია გაჩეჩილაძე - ბაჩო კიკაბიძეს "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება არ აქვს

გია გაჩეჩილაძე - ბაჩო კიკაბიძეს "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება არ აქვს

ბაჩო კიკაბიძის ტელევიზია "მაესტროს" სახელით ვერ იფუნქციონირებს, ამის უფლება არ აქვს, - ამის შესახებ "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) "ინტერპრესნიუსს" ბაჩო კიკაბიძის მიერ გაკეთებულ შესაბამის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, "მაესტროს" სახელის გამოყენებისთვის ყველა დამფუძნებლის თანხმობაა საჭირო.

"სასამართლოში გვაქვს საჩივარი შეტანილი და არა აქვს არანაირი უფლება ბაჩო კიკაბიძეს გაიტანოს სახელი და იფუნქციონიროს სხვაგან, თუ ყველა დამფუძნებელი არ იქნება ამის მომხრე", -განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება შენობას და აპარატურას, მისი თქმით, "არაფერში პრობლემა არ იქნება".

"არ იქნება გაგრძელებული შენობის იჯარა, იქნება სხვა შენობაც", -აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

"მაესტროს" სახელით მაუწყებლობას რამდენიმე დღეში ახალი ტელევიზია დაიწყებს. ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია კიკაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."