გორის რაიონის ერთ-ერთი სოფელში საზარელი ფაქტი დაფიქსირდა, რომლის შესახებ ინფორმაცია გადაცემა "პროფილს" მიაწოდეს. საუბარია მამის მხრიდან 9 წლის შვილზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე.
"სანდრო წყაროსგან გავიგე ეს ინფორმაცია. ყველაზე ცუდი ისა არის, რომ ეს ყველამ იცის და ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. გორის რაიონში, უფლისციხის მახლობლად არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ოჯახი. ამ ოჯახში არის მოძალადე მამა, რომელიც მუდმივად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობს ოჯახის წევრებზე. სავარაუდოდ, ის დაავადებულია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არის მისი არასრულწლოვანი შვილიც", - ნათქვამია წერილში, რომელიც გადაცემის წამყვანმა გაახმოვანა.
როგორც გაირკვა დაზარალებულია 9 წლის ბიჭი, რომელიც მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ამჟამად ბავშვი იზოლირებულია და თავშესაფარშია გადაყვანილი.
"ჩემზე ამბობენ ბავშვზე იძალადაო. გეგონება ქალები დაიტრუპა, ბავშვზე რომ მეძალადა. ბავშვს ვეთამაშებოდი, ვუღუტუნებდი და მითხრა შე სი.., ხელი გაწიეო. აბა მე მაგას ავიტანდი? ეგ რადგან მითხრა დავახეთქე ეგრევე იატაკზე. ბავშვმა ეგ როგორ უნდა მითხრას... ეს ამბავი არსად არ გვითქვამს. ვთქვით, რომ ვითომ საიდანღაც გადავარდა ბავშვი", - ამბობს მამაკაცი, რომელსაც შვილზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.
ერთ-ერთი ინციდენტი სამი კვირის წინ მოხდა, როდესაც დედა საავადმყოფოში იყო და მამა-შვილი მარტო იყო დარჩენილი
"ჩამიწვა მამა საწოლშიო და... მცდელობა იყო იმის... იცით, რასაც ვგულისხმობ. ექსპერტიზამ თქვა, რომ გაუპატიურებული არ არისო, მაგრამ ბავშვი სხვა რამეს ამბობს", - ამბობს დაზარალებული ბავშვის ბებია.
იხილეთ ვიდეო