საავტომობილო კომპანიები ავტომობილებს ქმნიან - ეს სავსებით ლოგიკური მოსაზრებაა. თუმცა მსოფლიოში არსებობს ფირმები, რომლებიც ტრადიციულ ოთხთვალა "რკინის რაშებთან" ერთად, პოტენციურ მყიდველებს სულ სხვა, ავტოტრანსპორტთან არანაირ კავშირში მყოფ პროდუქციას სთავაზობენ. ალტერნატიული წარმოების ძიებაში, კომპანიები განსხვავებული გზებით წავიდნენ. ბევრმა ზედმეტ თავის ტკივილს ისევ ავტომობილების წარმოება ამჯობინა. თუმცა იმას, ვისაც ეს გამოუვიდა, შეძლო დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევა და მრავალმილიონიანი მოგების ნახვა.
Chrysler Boats - ბევრი ავტოკომპანიისთვის, შემოსავლის დამატებით წყაროდ ნავებისა და კატართებისთვის ძრავების წარმოება იქცა. მაგრამ უშუალოდ მცურავი საშუალების დამზადება არავის უფიქრია. არავის Chrysler-ის გარდა. აშშ-ის ავტოგიგანტმა საკუთარ სტრუქტურაში ქვედანაყოფი Chrysler Boats-ს ჩამოაყალიბა და 1965 წლიდან მოტორიანი და იალქნიანი ნავების წარმოებას შეუდგა. 5 წლის თავზე კომპანია მსოფლიო ბაზარზე უკვე მნიშვნელოვანი სეგმენტის მფლობელი გახდა. 1980 წლამდე კომპანიამ Chrysler-ის ლოგითი 43 ათასი სხვადასხვა მოდელის ნავი გამოუშვა.
General Motors-ის ლოკომოტივები. 1920-იანი წლებში დიზელის საწვავზე მომუშავე ლოკომოტივების ფართო წარმოება დაიწყო. რკინიგზის განვითარების ახალ ეტაპზე ძალების მოსინჯვა ამერიკული ავტომრეწველობის ფლაგმანმა General Motors-მა სცადა. კომპანიამ, რომელიც დღეს Buick, Cadillac, Chevrolet, GMC, Opel, Holden (გაუქმებული ფირმები Daewoo, LaSalle, Oldsmobile, Pontiac, Saturn) მარკების მფლობელია, 1939 წელს პირველი დიზელის სატვირთო ლოკომოტივი EMD გამოუშვა. მოდელი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ 1960 წლისთვის 7000-ზე მეტი ერთეული დაამზადეს.
Ford Trimotor - ჰენრი ფორდის მიერ ავიამრეწველობაში ფეხის მოკიდების საკმაოდ წარმატებული მცდელობის შედეგია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექნილი თვითმფრინავის პროტოტიპად გერმანული "ფოკერი" გამოიყენეს. 1926-1933 წელბში Ford Airplane Company-მ 199 ასეთი თვითმფრინავი დაამზადა. გაუმჯობესებული ვერსია 5-AT 13 მგზავრს იტევდა.

Peugeot-ის საპილპილეები - გაგიკვირდებათ, მაგრამ ფრანგული ავტოკონცერნი Peugeot-ი, რომლის ავტომობილიც ლიუკ ბესონის ფილმ "ტაქსის" მთავარი პერსონაჟი გახდა, მანქანებს ყოველთვის როდი უშვებდა. შორეულ 1810 წელს ოჯახური ბიზნესის ძირითადი ნაწარმი ყავისა და პილპილის ხელის საფქვავვები გახლდათ. 1830 წელს ფრანგული ოჯახი ველოსიპედების, 1882 წელს კი - ავტომობილების წარმოებაზე გადავიდა.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, აშშ-ის ბობსლეის ეროვნული ნაკრები, ავტოკომპანია BMW-ს მიერ შექმნილ ციგებს იყენებს.

Chrysler-ის რაკეტები - "ეს პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომია მთელი კაცობრიობისთვის", - თქვა ნილ არმსტრონგმა და მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა. გაგიკვირდებათ ალბათ, რა კავშირშია ერთმანეთთან ავტომობილები და ადამიანის მთვარეზე მოგზაურობა. საქმე ისაა, რომ პირველი ამერიკული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტა "რედსთოუნი", ავტომწარმოებელმა Chrysler-მა 1950-1952 წლებში შექმნა. მის ბაზაზე შემუშავებულმა "მერკური-რედსტოუნმა" კოსმოსში პირველი ამერიკელი ასტრონავტი ალან შეპარდი გაიყვანა, მძლავრმა "სატურნ 5"-მა კი - მთვარეზე პილოტირებადი ექსპედიციების გაგზავნა უზრუნველყო.
სამხრეთ კორეული Hyundai Motors გიგანტური ინდუსტრიალური კონცერნის მხოლოდ მცირე ნაწილია. კომპანია ტრაქტორებს, ესკავატორებს, სამშენებლო აღჭურვილობასა და ელექტროტექნიკას აწარმოებს. მისი პროდუქციის სიაში გემებიც ფიგურირებს. 2014 წელს კომპანიამ წყალში იმ მომენტისთვის მსოფლიოში უდიდესი კოონტეინერმზიდი ჩაუშვა. 400 მ-ის სიგრძისას Globe-ი 19,100 კონტეინერს იტევდა.

მეორე მსოფლიო ომში, სამხედრო ტექნიკით არმიის მომარაგებაში საკუთარი წვლილი ამერიკულმა საავტომობილო კომპანია Buick-მაც შეიტანა. 1943 წელს მან 75 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებული ტანკების გამანადგურებელი M-18 Hellcat შექმა.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE