"რემონტს რომ ვაკეთებდი, რამაზი გამინაწყენდა..." - იმოგზაურეთ ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის სახლში

"რემონტს რომ ვაკეთებდი, რამაზი გამინაწყენდა..." - იმოგზაურეთ ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის სახლში

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმრად ძალიან საინტერესო და მხიარული ადამიანი შევარჩიეთ. "შინ" ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ბინაში გეპატიჟებათ. ხატიამ ბინა საკუთარი გემოვნებით მოაწყო. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ამიტომ ყველა კუთხე და დეტალი ბავშვებზეა მორგებული და მთთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი.

- სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, ავლაბარში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. დაახლოებით 5 წელია აქ ვცხოვრობთ. როცა შევიძინეთ, გარემონტებული, საცხოვრებლად გამზადებული იყო და მალევე გადმოვედით. ჩემს მეუღლეს მოუწია ყაზახეთში წასვლა, ამ დროს მე ვიყავი 9 თვის ორსული. უეცრად დამებადა იდეა, რომ უნდა გამერემონტებინა ბინა. როცა ამის შესახებ რამაზის ვუთხარი, შემეწინააღმდეგა, არ უნდოდა, თავი დამეტვირთა და გადავღლილიყავი, მაგრამ არ დავუჯერე. როცა დაბრუნდა, ისე მოეწონა სახლი, წყენამ მაშინვე გაუარა. ყველა სირთულე ჩემს თავზე ავიღე. დავიქირავე ხელოსნები, მათთან ერთად დავდიოდი ელიავას ბაზრობაზე, რემონტისთვის საჭირო ყველა მასალა ჩემი ხელით მომქონდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 9 თვის ორსული ამდენს შევძლებდი. ძალიან გადავიღალე, მაგრამ შედეგით იმდენად კმაყოფილი ვიყავი, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევდი. მაქსიმალურად ვეცადე, თანამედროვე და მინიმალისტური გამოსულიყო. არასოდეს მომწონდა ძველებური სახლები, ანტიკვარიატით და მოჩუქურთმებული ავეჯით გაწყობილი. მსგავსი სახლები ცუდ ხასიათზე მაყენებს. ძალიან მომწონს დიდი და თანამედროვე დიზაინით მოწყობილი მყუდრო ბინები. ჩემი უპირველესი მიზანი იყო, ბინა მოხერხებული და პრაქტიკული გამოსულიყო, მოდური ტენდენციები მეორე პლანზე გადავწიე. ყველა სახლში იგრძნობა აურა, ჩემს სახლში იმდენად დადებითი აურა ტრიალებს, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის სახლისკენ მომეჩქარება. იგივე განცდა აქვთ ბავშვებსაც.

ყველა ოთახში ბავშვის ნივთებს, სათამაშოებს და ინვენტარს შეხვდებით. იმის მიუხედავად, რომ სახლი მთლიანად ბავშვების სამფლობელოა და გოგონების განკარგულებაშია, მათთვის ეს სივრცე და ფართი უკვე არასაკმარისია.

გაგრძელება + ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია