პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონო გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონო გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

"მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალსთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა სუხიაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ