"სექსი არ არის დანაშაული" - საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

"სექსი არ არის დანაშაული" - საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამო საპროტესტო აქცია გამართეს .

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოვლინდეს და დაისაჯოს ვიდეოს ამტვირთავი. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები, წარწერით "სექსით პოლიტიკა არ კეთდება", "სექსი არ არის დანაშაული" და "პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია".

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ხვალ კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოახდინონ დღევანდელ ფაქტზე ორგანიზებული რეაგირება.

"რაც მოხდა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მათ შორის პოლიტიკური, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას არ გამოუძიებია სხვა აქამდე მომხდარი მსგავსი დანაშაულებები", - განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია