მულტინაციონალური კონცერნის Ikea-ს დამფუძნებელი, ინგვარ კამპრადი ამბობს, რომ იგი ფულის დაზოგვის მიზნით, მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. 90 წლის მილიარდერის თქმით, სწორედ მისი ხელმომჭირნეობის დამსახურებაა ის, რომ Iკეა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია.
"არ მგონია, რამე ისეთ ტანსაცმელს ვიცვამდე, რაც ძველმანების ბაზრობაზე არ მიყიდია. ამით მინდა, რომ კარგი მაგალითი ვიყო სხვებისთვის", - აღნიშნა კამპრადმა.
ამასთან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ამბობს, რომ იგი არც თმის შეჭრაში იხდის ბევრს: "ძირითადად ვცდილობ თმა მაშინ შევიჭრა, როდესაც განვითარებად ქვეყანაში ვარ. მაგალითად, ბოლოს ვიეტნამში ვიყავი, სადაც თმა შევიჭერი", - აღნიშნა კამპრადმა წლების წინ ერთ-ერთ შვედურ გამოცემასთან ინტერვიუში.