14 მარტიდან ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების ვრცელი პროგნოზი

14 მარტიდან ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების ვრცელი პროგნოზი

14 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 14 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში ტემპერატურა დაეცემა.

13 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში - 11-16 და გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. თბილისში - დღისით 16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი, მცირე წვიმა.

14 მარტს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება, საღამოს კი მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში -11-16 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია მცირე ნალექი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. თბილისში-14 გრადუსი იქნება.

15 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში იქნება 6-11 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთში 8-13 გრადუსის ფარგლებში.

15 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ზოგიერთ რაიონში უფრო ძლიერი - 20-25 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მ/წმ-ში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია