ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს

ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს

ლადო პაპავა თსუ-ში მიმდინარე აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ აღნიშნა, ის არ აპირებს გადადგომას, რადგან ამან შესაძლოა სიტუაცია უნივერსიტეტში უფრო დაამძიმოს.

"როდესაც უნივერსიტეტში არის გარკვეული პროცესი, რომელიც მართვას რეალურად ექვემდებარება, პირველ რიგში, შეიძლება დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ, ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობს ის, რაც ხდება, არის რექტორი", - განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, ორშაბათს არის უნივერსიტეტის ტრადიციული აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილება საკითხები, აკადემიური საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული.

"გაფრინდაშვილმა საბჭოსთან შეხვედრა ისურვა, მე დავეკითხები საბჭოს და თუ ისინი მოისურვებენ, ეს შეხვედრა შედგება", - განაცხადა ლადო პაპავამ.

რაც შეეხება "ოდეერების" საკითხს, რექტორი აღნიშნავს, რომ ეს უკვე მივიდა იმათ ყურამდე, ვისაც ეს ეხება, თუ ჩაითვლება საჭიროდ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, უნივერსიტეტი ამას ხელს შეუწყობს.

"სანამ არ გამწვავდებოდა სიტუაცია, ერთი პიროვნება, რომელიც ყველასთვის ცნობილია, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. როცა სიტუაცია გამწვავდა, მთელი უნივერსიტეტი ამაზე ალაპარაკდა, ბუნებრივია, შეიქმნა პრობლემა", - განაცხადა ლადო პაპავამ.

რექტორის თქმით, მან გაფრინდაშვილის კანდიდატურას თავის დროზე მხარი არ დაუჭირა.

"იყო კანდიდატურა, რომელსაც მე დავუჭირე მხარი. ჩავთვალე, რომ ის იყო ამ ეტაპზე უკეთესი. მან კი მოხსნა თავისი კანდიდატურა. მე არც პირველ ეტაპზე დამიჭერია მხარი გიორგი გაფრინდაშვილისთვის და არც მეორეზე და ამის მიზეზების შესახებ უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრე", - განაცხადა ლადო პაპავამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია