"ბიბისი" - საქართველო აპირებს აკრძალოს ხმაური

"ბიბისი" - საქართველო აპირებს აკრძალოს ხმაური

საქართველო აპირებს აკრძალოს ხმაური, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ბიბისი", რომელშიც სტატიის ავტორს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის კომენტარი აქვს მოყვანილი.

როგორც კობახიძე ამბობს, იგი დათანხმდა წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ხმაურის შესახებ კანონის დამრღვევი პირველ შემთხვევაში მხოლოდ გაფრთხილებას მიიღებს.

"ჩვენი მოსახლეობა აუტანელ პირობებშია. არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო ნორმა იმისათვის, რომ ხმაური რეალურად აღმოიფხვრას. დღეს კანონში არის "ნორმა მხოლოდ ნორმისთვის", არ არის რაიმე სანქცია და არავინ არ ჯარიმდება", - აღნიშნა თედო კობახიძემ "ბიბისისთან" ინტერვიუში.

ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება, კობახიძის თქმით, არა მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს დაიცავს, არამედ იგი კაფე-ბარების მფლობელებსა და ადგილობრივებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

მისივე განცხადებით, ეს კანონი ბიზნესს არ შეზღუდავს. ამასთან კობახიძის თქმით, მსგავსი კანონის მიღება გასულ წელსაც იგეგმებოდა, თუმცა, მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ახლა კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხარდაჭერით, მან იმედი გამოთქვა, რომ კანონი საბოლოოდ დამტკიცდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია