ირაკლი ჩიქოვანი - პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე", ვერ შეგვაშინებს

ირაკლი ჩიქოვანი - პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე", ვერ შეგვაშინებს

პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე, ვერ შეგვაშინებს, ეს უფრო მეტად გაგვაძლიერებს, - ამის შესახებ დღეს ტელეკომპანია "იმედში" პირდაპირი ჩართვისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" შეგნებულად გუშინ განცხადებები არ გააკეთეს და საზოგადოებას მისცეს საშუალება დამოუკიდებლად გამოეხატა პოზიცია.

ჩიქოვანის შეფასებით, გუშინ მომხდარი ფაქტი ქვეყანაში არჩევნებზე შეტევაა.

"ეს არის შეტევა ქვეყანაში არჩევნებზე, რომელიც 6 თვის შემდეგ ჩატარდება. ეს არის შეტევა "თავისუფალ დემოკრატებზე", რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ დღეს ვიღაცას აქვს ინტერესი აღუდგეს იმ მხარდაჭერას, რომელიც საზოგადოების მხრიდან იზრდება "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ და შეაჩეროს ეს პოლიტიკური ძალა ამ ბინძური თამაშებით", _ განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი მოითხოვს ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამას კონკრეტული პოლიტიკური ნება სჭირდება.

"პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე" ვერ შეგვაშინებს. ეს უფრო მეტად გაგვაძლიერებს. უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენს ბრძოლას დიდი პერსპექტივა აქვს და აქვს უდიდესი შესაძლებლობა ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, გახდეს ევროპული სახელმწიფო", _ აღნიშნა ჩიქოვანმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა მადლობა გადაუხადა მედიას კორექტულობისთვის. "იყო უხეში გადაცდომები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მათ ნუ დავაბრალებთ. ბრალეულობა არის პოლიტიკური სისტემის, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა და პოლიტიკური ნების არარსებობის. ძალიან სწრაფად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ამას ჩადის", _ განაცხადა ჩიქოვანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."