ლადო პაპავა - არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა

ლადო პაპავა - არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა

არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლადო პაპავა მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თამარ სანიკიძემ უნივერსიტეტის მმართველობით ორგანოსთან დაკავშირებით გააკეთა.

"ძალიან კარგს აკეთებს, რომ მოდის განათლების მინისტრი, ჩვენ ძალიან კარგი, პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, ეტყობა რაღაც გაუგებრობა იყო, ის განცხადება, რაც მოვისმინე. იმედი, მაქვს, რომ ნერვები არავის უღალატებს. ვგულისხმობ უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოების არაეფექტიან საქმიანობაზე გაკეთებულ განცხადებას. ეს არის გაუგებრობა და არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა", - განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხება სტუდენტებთან მინისტრის შეხვედრას, თსუ-ს რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და როდესაც უნივერსიტეტში ხდება ის, რაც დღეს ხდება, განათლების მინისტრის დაინტერესება, ბუნებრივია.

განათლების მინისტრი თსუ-ში იმ სტუდენტებს ხვდება, რომლებიც რამდენიმე დღეა აქციას მართავენ და კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."