ბრიტანეთში, კიბოსთან ბრძოლის ახალი სამედიცინო საშუალება აღმოაჩინეს

ბრიტანეთში, კიბოსთან ბრძოლის ახალი სამედიცინო საშუალება აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა, ორი ახალი სამედიცინო პრეპარატი აღამოჩინეს, რომლებსაც 11 დღეში სიმსივნური წარმონაქმნის ზოგიერთი სახეობის მნიშვნელოვანწილად შემცირება ან გაანადგურება შეუძლიათ.

მათი თქმით, ამ მოულოდნელმა შედეგებმა შესაძლოა, კიბოთი დაავადებული ზოგიერთ ქალისთვის, ქიმიოთერაპია სრულიად ზედმეტი გახადოს.

პრეპარატები, რომლებიც 257 ქალზე გამოსცადეს, კიბოს უჯრედების სპეციფიკურად სუსტს ადგილებზე ახდენენ ზემოქმედებას. სპეციალისტების თქმით, მიღებული შედეგები კიბოს წინააღმდეგ ინდივიდუალური ბრძოლის მეთოდების შემუშავების დროს, მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა.

"საუბარი იყო ხანმოკლე ცდებზე ამიტომ შედეგებმა განსაკუთრებით გაგვაოცა. ნათლი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში სიმსივნური უჯრედები სრულიად გაქრა. არ ვიცით რატომ მოხდა ეს ასე სწრაფად" - განაცხადა ლონდონის, კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესრომა, ჯუდიტ ბლისსმა.

ზემოთ აღნიშნული სამედიცინო პრეპარატების სახელწოდებებია : Lapatinib და Trustumazab - ეს უკანასკნელი ცნობილია სახელით, Herceptin. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია