თინა ხიდაშელი - ქვეყანაში, სადაც ტოტალური უპასუხისმგებლობა სუფევს, IPN-მა მაღალი სტანდარტი აჩვენა

თინა ხიდაშელი - ქვეყანაში, სადაც ტოტალური უპასუხისმგებლობა სუფევს, IPN-მა მაღალი სტანდარტი აჩვენა

ქვეყანაში, სადაც ტოტალური უპასუხისმგებლობა სუფევს, IPN-მა მაღალი სტანდარტი აჩვენა - ინფორმაციის გავრცელება/გადაცემის ვალდებულების, ამ შემთხვევისთვის, სულელურ არგუმენტს არ ამოეფარა და შეცდომაში არ გაჯიუტდა, - აღნიშნულ განცხადებას facebook-ის გვერდზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ავრცელებს.

"დილა თენდება კომპიუტერს გახსნი, ინტერნეტში შეხვალ და IPN-ის გვერდი გამოდის, მთავარ გვერდად გაქვს დაყენებული, ტელეფონს გახსნი და ისევ ეს ლურჯი ქუდი ჩანს. სამსახურში, სახლში ერთი და იგივე სურათია. იმიტომ რომ სანდო, ოპერატიული, პროფესიონალების მიერ შექმნილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა. იმიტომაც რომ მათთვის გიბრძოლია, გაჭირვებაში მათ გვერდში მდგარხარ. ამიტომაც არის, რომ თუ ბრაზდები მათზე ყველაზე მეტად ბრაზდები, მათგან ყველაზე მეტს ითხოვ. სხვისი შეიძლება ვერც კი შენიშნო, ისე გავიდეს კვირები ვერც კი გაიგო. ეხლაც ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვეს. სწორედ მათ რომ არ ეკადრებოდათ ისეთი, თორემ ჩვენში სააგენტოები და მედია საშუალებები ისეთებს წერენ და კადრულობენ არაფერია რაც გაგაკვირვებს და გაგაოცებს. თუმცა ქვეყანაში, სადაც ტოტალური უპასუხისმგებლობა სუფევს, IPN-მა მაღალი სტანდარტი აჩვენა. ინფორმაციის გავრცელება/გადაცემის ვალდებულების, ამ შემთხვევისთვის, სულელურ არგუმენტს არ ამოეფარა და შეცდომაში არ გაჯიუტდა. ვერც კი ვიხსენებ ასე ვინმე მოქცეულიყოს ჩვენს მედიაში. ემოციები ჯერ ისევ ძალიან მძაფრია, სამი დღეა ფაქტიურად არაქმედუნარიანად ვარ ქცეული, იმდენად შემზარავია რეალობა რომელშიც აღმოვჩნდით, მაგრამ სწორი შეფასების უნარი არ უნდა დავკარგოთ", - აცხადებს ხიდაშელი.

რამდენიმე დღის წინ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალაზე "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო და ყველა მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტი ამ სააგენტოსთან ურთიერთობას წყვეტს.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."