პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

 პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში დღეს გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს. "ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - განმარტეს პროკურატურაში.

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

ასევე წაიკითხეთ: მოქმედ პოლიტიკოსებს youtube-ზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ