ორი აქცია თსუ-ში - უნივერსიტეტთან გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ

ორი აქცია თსუ-ში - უნივერსიტეტთან გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს. უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებზე შეიკრიბნენ, ხოლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის და გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერები - უნივერსიტეტის ეზოში.

უახლესი ვიდეო| თსუ-ს შენობაში დაპირისპირება მოხდა - სტუდენტებს დაცვა ცოცხალი კედელით აშველებს

უნივერსიტეტის დაცვა სტუდენტთა ორ ჯგუფს შორის არის ჩამდგარი და ჯაჭვი აქვს გაკეთებული.

სტუდენტების ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს ათენებს, მოითხოვს უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია