"მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში" - გიორგი მარგველაშვილი

"მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში" - გიორგი მარგველაშვილი

"იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება, თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების კომენტირებისას, კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

იხილეთ პრეზიდენტის ვიდეომიმართვა

"ჩვენ შევიკრიბეთ იმ შემაშფოთებელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატის გამო, რომელიც არის საქართველოში, პირადი ცხოვრების კადრების გამხელასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც შანტაჟით ემუქრებიან, ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა - ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მსოფლმხედველობის, მე ვდგავარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო.

მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში. იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას. ახლა იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება, თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი შავბნელი იდეებით არასდროს ცხოვრობდა ქართველი, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფალი. თავისუფალი ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს და იმისთვის, რომ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენ ვიდეოებს (ამაზრზენი არა იმიტომ, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, არამედ იმიტომ, რომ მისი გადაღებაა ამაზრზენი) და ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს, რომ მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის ძალიან აქტიურად ჩართულია ამ თემის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ძალოვან უწყებებთან და მთელი სახელმწიფო სისტემა თავისი რესურსით მობილიზებულია და კოორდინებულად მუშაობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."