საქართველოში ცივი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

 საქართველოში ცივი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

საქართველოში ცივი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. როგორც "AMBEBI.GE"-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიზე დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგან კი 20-25 მეტრი წამში; აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრსაც მიაღწევს. შავი ზღვის სანაპიროზე კი 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღეს დღისით 7-12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 16-17 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და თოვლი საქართველოს მთიან რაიონებშიცაა მოსალოდნელი. წვიმა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში.

16-18 მარტს საქართველოს ბარში ღამის საათებში შესაძლოა ყინვა დაფიქსირდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის აყვავებულ ხე-მცენარეებს.

16 მარტს საქართველოში დღისით ტემპერატურა 5-10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 17 მარტს კი 4-9 გრადუსის ფარგლებში.

სინოპტიკოსების განცხადებით, ცივი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია