უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტეროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, წყნეთის გზატკეცილის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელ გლდანის (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ჩიხის, ლიბანის, სალხინოს და ხერხეულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის (ნაწილობრივ), დიდი დიღომი III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, უნივერსიტეტის, პოლიტოვსკაიას, სანდრო ეულის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II კვარტლის და ძოწენიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მარიკა ბარათაშვილის ჩიხის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, ჩხეიძის და გეგეჭკორის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და მეფე სოლომონ მეორის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქსნის (ნაწილობრივ), ალილუევის, ურიდიას, დადიანის, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და კონსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ჰოსპიტლის შესახვევის, მეველეს, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, წერნაკის და ჰოლბრუკის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის ხევის, სანთლის შესახვევის, ბურების შესახვევის, ხეთაგუროვის და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეორე ხეივნის, დიდი ხეივნის, შავიშვილის, გულუას და სამასი არაგველის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია