რომან გოცირიძე - 8 მიზეზი, რის გამოც ლარი გამყარდა

რომან გოცირიძე - 8 მიზეზი, რის გამოც ლარი გამყარდა

რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გამყარების მიზეზებს ასახელებს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"ლარი მკვეთრად გამყარდა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ იგი ერთი თვის წინ მკვეთრად არ უნდა დაცემულიყო (2,39-დან 2,50-მდე). ის ფაქტორი, რამაც მისი გაუფასურება გამოიწვია, ნაწილობრივ მოხსნილია. ეს იყო მთავრობის მიერ ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა ე.წ. დეფიციტური ხარჯვით, რასაც ძველი ნაშთებიდან ბიუჯეტის დაფინანსება ჰქვია. წინა თვის ბოლოს მან 264,8 მილიონ ლარს მიაღწია.

რა მიზეზებმა გაამყარა ლარი:

1. დეფიციტური ხარჯვის შემცირება

2. ბიუჯეტიდან მიმდინარე თვის პირველ

ნახევარში ხარჯვის ფაქტობრივი გაჩერება( გაიცა მხოლოდ პენსიები და აუცილებელი თანხები)

3. იანვართან შედარებით ექსპორტის გარკვეული გამოცოცხლება( იანვარში ექსპორტმა იკლო 22 პროცენტით, თებერვალში 11-ით)

4. უცხოეთიდან გადმორიცხვების ზრდა(იანვარში 66,5 მილიონი დოლარი, თებერვალში 79,9. თანაც ტრანსფერტების კლების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარში იკლო წინა წლის შესაბამის პერიოდთთა შედარებით 11, 8 პროცენტით, თებერვალში მხოლოდ 2,6-ით)

5. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ... წაიკითხეთ სრულად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."