ვლადიმერ პაპავა - პრემიერ-მინისტრის განცხადება შექმნილი ვითარების შესატყვისი იყო

ვლადიმერ პაპავა - პრემიერ-მინისტრის განცხადება შექმნილი ვითარების შესატყვისი იყო

თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება შექმნილი ვითარების შესატყვისი იყო. როგორც პაპავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ გარკვეული მიმართულება მისცა, თუ როგორ ფორმატში უნდა წარიმართოს დიალოგი.

"კერძოდ, მან დაავალა განათლების მინისტრს ეს დიალოგი ეწარმოებინა და განათლების სამინისტროდან უკვე მოვიდა შესაბამისი შეტყობინება 20:00 საათზე ჩანიშნული შეხვედრის თაობაზე", - განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, განისაზღვრა ფორმატი და შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 3-3 სტუდენტი ორივე მხარიდან, ასევე აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, თავად უნივერსიტეტის რექტორი და მისი მოადგილეები.

"პრემიერ-მინისტრის განცხადება შესატყვისი იყო შექმნილი ვითარების იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი დაძაბული სიტუაცია უნივერსიტეტში დიდხანს გაგრძელდეს", - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია