თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას მხარდამჭერთა ახალი ნაკადი შეუერთდა

თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას მხარდამჭერთა ახალი ნაკადი შეუერთდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ თვითმმართველობას მხარდამჭერთა ახალი ნაკადი შეუერთდა. უნივერსიტეტის პირველ კორპუსში თვითმმართველობის წევრები მათ ტაშით შეხვდნენ . ჯერჯერობით უცნობია როგორ მოახერხა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ახალმა ჯგუფმა შენობაში შეღწევა, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, ახალი ჯგუფის შემოსვლა უკავშირდება თუ არა უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას გადაწყვეტილებას, რომელმაც დაცვის წევრებს უთხრა, დაღლილი სტუდენტებისთვის ჩანაცვლების უფლება მიეცათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია