უკვე მივიღებთ ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები - შოთაძე

უკვე მივიღებთ ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები - შოთაძე

ჩვენ სამართლებრივი დახმარებისთვის მივმართეთ ჩვენს კოლეგა სამართალდამცველ ორგანოებს უცხოეთში, რათა დავადგინოთ, რომელი ქვეყნის IP მისამართებიდან მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ატვირთვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ატვირთულია "ფეისბუქზე", "იუთუბიზე" და ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია არის დაცული, მდებარეობს უცხოეთში.

"იქიდან გამომდინარე, რომ ფაილების გავრცელება მოხდა უცხოეთში მდებარე სერვერებსა და კომპანიებზე, ჩვენ შესაბამისი სამართლებრივი თხოვნით მივმართეთ ჩვენს კოლეგებს, სამართალდამცველ ორგანოებს. დიდი იმედი გვაქვს მათი დახმარების. ეს ყველაფერი ატვირთულია "ფეისბუქზე" და "იუთუბიზე" და ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია არის დაცული, მდებარეობს უცხოეთში. მათგან უკვე მივიღებთ ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ