გორში პოლიციამ დააკავა გოგონა, რომელმაც 39 წლის ჯარისკაცი საკუთარ სახლში დაწვა

გორში პოლიციამ დააკავა გოგონა, რომელმაც 39 წლის ჯარისკაცი საკუთარ სახლში დაწვა

შსს-მ 7 მარტს, გორში მომხდარი მკვლელობა გახსნა. აღმოჩნდა, რომ ხანძარი, რომელსაც გორის კომბინატის დასახლებაში 39 წლის სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, ახალგაზრდა ქალმა სახლში განზრახ გააჩინა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალმა და გარდაცვლილმა ჯარისკაცმა ერთმანეთი შემთხვევით ქუჩაში გაიცნეს. ჯარისკაცმა ის სახლში წაიყვანა. სავარაუდოდ, მათ შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალმა სახლში ცეცხლი გააჩინა. პირველადი ინფორმაციით, ჯარისკაცი კვამლით გაიგუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ