მიკროფონების სროლა და შეხლა-შემოხლა პარლამენტში - კარლო კოპალიანი მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდა

მიკროფონების სროლა და შეხლა-შემოხლა პარლამენტში - კარლო კოპალიანი მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატები - ომარ ნიშნიაძე და კარლო კოპალიანი უმცირესობის წევრ მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაც მათმა კოლეგებმა და მანდატურებმა განმუხტეს.

კარლო კოპალიანმა მიხეილ მაჭავარიანის მისამართით დეპუტატის პერსონალური მიკროფონი ისროლა.

ომარ ნიშნიანიძის გაღიზიანება უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის გამოსვლას მოჰყვა, სადაც ბარამიძემ ფარულ ჩანაწერებზე გააკეთა განცხადება. სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."