საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელები დაჭრეს!

 საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელები დაჭრეს!

თემქაზე სპორტკომპლექსში მომხდარ ინციდენტში, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაჭრეს, თბილისის "მარკ სტარი" და გურჯაანის "ალაზანი" ფიგურირებენ, - ამის შესახებ "სპორტალი" იუწყება.

შეხვედრა, თემქაზე, "შატილის" სპორტკომპლექსში მიმდინარეობდა, სადაც სტუმრები მასპინძლებს, მეორე ლიგის ლიდერებს 0:1 ამარცხებდნენ. ჩხუბი ფეხბურთელებსა და გუშემატკივრებს შორის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაზიანებები ე.წ. "სპიცით" მიაყენეს. დაჭრილები არიან გურჯანიის ნაკრების წევრები გიორგი მურველაშვილი და აჩიკო ბოყაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ