"ინტერპრესნიუსის" გაყალბებული პრესის მოწმობით თსუ-ში შესვლას კიდევ ორი პირი ცდილობდა

"ინტერპრესნიუსის" გაყალბებული პრესის მოწმობით თსუ-ში შესვლას კიდევ ორი პირი ცდილობდა

"ინტერპრესნიუსის" გაყალბებული პრესის მოწმობით თსუ-ში შესვლას კიდევ ორი პირი ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავად უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

მათივე განმარტებით, პირებისგან, რომლებიც თავს "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტებად ასაღებდნენ, ერთი ბიჭი, ერთი კი გოგონა იყო.

"მაჩვენეს "ინტერპრენიუსის" "პრესკარტა", რის შემდეგაც თსუ-ში შემოვუშვი, თუმცა რატომღაც მათში ეჭვი მალევე შემეპარა და მათი სახელები და გვარები სააგენტოში გადავამოწმე. როგორც აღმოჩნდა, არც ერთი "ინტერპრესნიუსის" თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ ვცადე მათთან გასაუბრება, თუმცა, როგორც კი შენიშნეს, რომ სიმართლეს მივხვდი, სწრაფად გაიქცნენ. სამწუხაროდ, "პრესკარტის" წართმევა ვერ მოვასწარი", - განაცხადეს თსუ-ს პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ "ინტერპრესნიუსის" გაყალბებული მოწმობით სარგებლობა რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთმა პირმა სცადა, რომლისთვისაც ყალბი პრესბარათის ჩამორთმევა სტუდენტების მიერ მოხდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია