"მე-13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში სრულიად ანკარა, მარგებელი თვისებებით გაჯერებული წყაროს წყალი აღმოჩნდა"

"მე-13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში სრულიად ანკარა, მარგებელი თვისებებით გაჯერებული წყაროს წყალი აღმოჩნდა"

ქა­ლა­ქი ყვა­რე­ლი. მდი­ნა­რე დუ­რუ­ჯის მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პი­რი, გვი­ა­ნან­ტი­კუ­რი და ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეპო­ქის ნა­სახ­ლა­რი - ეს მი­სა­მარ­თი მა­ლე ახალ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლ­თან მი­გიყ­ვანთ. დო­ლო­ჭო­პის ნა­სახ­ლარ­ზე (ამ ად­გილს ასე ეძა­ხი­ან) ცო­ტა ხნის წინ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გად მკვლევ­რებ­მა IV სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ტაძ­რის ნან­გ­რე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. შე­საძ­ლოა, ეს მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს, სა­დაც ტაძ­რის ში­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი ნა­კურ­თხი წყლით სავ­სე ქვევ­რი ინა­ხე­ბო­და.

ყვე­ლა­ფე­რი 2004 წელს, მას შემ­დეგ და­იწყო, რო­დე­საც არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ნეკ­რე­სის ნა­ქა­ლა­ქა­რის მი­და­მო­ე­ბის უც­ნო­ბი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის დაზ­ვერ­ვას აწარ­მო­ებ­დ­ნენ. დო­ლო­ჭო­პის ნა­სახ­ლა­რის ერთ-ერთ გო­რაკ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნან­გ­რე­ვე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი არც გე­ოგ­რა­ფი­ულ რუ­კებ­ზე იყო და­ტა­ნი­ლი და არც მი­სი ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ე­პო­ვე­ბო­დათ მკვლევ­რებს, თუმ­ცა არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დობ­დ­ნენ, რომ ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გრან­დი­ო­ზუ­ლი, სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კის ნან­გ­რე­ვე­ბი. ამ ად­გილ­ზე ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბა რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის, ისე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვი­საც უც­ნო­ბი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა მი­სი აღ­მო­ჩე­ნი­დან რვა წლის შემ­დეგ, 2012 წელს გა­დაწყ­და. ეკალ­ბარ­დით და­ფა­რულ გო­რაკ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუფ­მა სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად და­იწყო. რაც უფ­რო სიღ­რ­მე­ში ჩა­დი­ოდ­ნენ, მით უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი ხდე­ბო­და ნა­გე­ბო­ბის ფარ­თო­ბი...

ნო­დარ ბახ­ტა­ძე, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი:

- 2012 წელს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა, და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა გათხ­რე­ბი. კვლე­ვის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ ნა­ტაძ­რა­ლი V სა­უ­კუ­ნის ძეგ­ლი იქ­ნე­ბო­და. ტე­რი­ტო­რი­ის ლა­ზე­რუ­ლი ანა­ზო­მის ბა­ზა­ზე შე­იქ­მ­ნა ძეგ­ლის ციფ­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია. გათხ­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­ირ­კ­ვა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხით შე­მო­ნა­ხულ გრან­დი­ო­ზულ სამ­ნა­ვი­ან ბა­ზი­ლი­კას (სიგ­რ­ძე-სი­გა­ნე: 30მX15მ; ნა­ვე­ბად და­ყო­ფი­ლია ხუ­თი წყვი­ლი სვე­ტით), რო­მე­ლიც გეგ­მა­რე­ბი­თი ელე­მენ­ტე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სტრა­ტიგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ამ ეპო­ქის ქარ­თულ ქრის­ტი­ა­ნულ ტა­ძარს უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს. ამ ტაძ­რის სტი­ლის­ტურ გა­დაწყ­ვე­ტა­ში IV-V სს-ის რო­მაულ-ბი­ზან­ტი­უ­რი სა­ეკ­ლე­სიო ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის მძლავ­რი გავ­ლე­ნა იგ­რ­ძ­ნო­ბა. ბა­ზი­ლი­კის იატაკ­ზე აღ­მოჩ­ნ­და ბრინ­ჯა­ოს მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი სა­ნა­თე­ბი, რო­მელ­თა ზუს­ტი სი­რი­ულ-ბი­ზან­ტი­უ­რი ანა­ლო­გი­ე­ბი უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ერ IV-V სა­უ­კუ­ნი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. სა­კურ­თხე­ვე­ლი დი­ზა­ი­ნი­თაც ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა. მის სარ­ტყელ­ში რამ­დე­ნი­მე­დო­ნი­ა­ნი სა­ფე­ხუ­რია. იმ დრო­ის ეპის­კო­პო­სი, სა­კურ­თხევ­ლის ცენ­ტ­რ­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღალ კი­ბე­ზე დაბ­რ­ძან­დე­ბო­და, იერარ­ქი­ით უფ­რო და­ბა­ლი ხა­რის­ხის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი კი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი სი­მაღ­ლის სა­ფე­ხუ­რებ­ზე, ხა­ტად უფ­ლი­სა და 12 მო­ცი­ქუ­ლი­სა. წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია