"რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, გა­მო­ნა­გო­ნი არ არის"- ლანჩხუთელი ჟორდანიების ტრაგიკული ამბავი

"რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, გა­მო­ნა­გო­ნი არ არის"- ლანჩხუთელი ჟორდანიების ტრაგიკული ამბავი

ერთ ავ­ბე­დით ღა­მეს, ლან­ჩხუთ­ში, ჟორ­და­ნი­ე­ბის ოჯახ­ში და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს ოჯა­ხის უფ­რო­სი - კო­კი ჟორ­და­ნია და მი­სი მე­უღ­ლე ვან­და ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი. შვი­ლე­ბი: 3 წლის გი­ზო და 8 თვის ნა­ნა 90 წლის მო­ხუც­თან და­ტო­ვეს. ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ეზო­ში და­დი­ო­და, მო­წამ­ლეს. მე­ზობ­ლებ­მა კა­რე­ბი ჩა­რა­ზეს, სი­ნათ­ლე ჩა­აქ­რეს, რად­გან შე­ე­შინ­დათ... მძი­მე სტრე­სის ფონ­ზე, მო­ხუც­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა. ეს ყვე­ლა­ფე­რი 1937 წელს ხდე­ბო­და.

მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვებს ახ­ლობ­ლებ­მა უპატ­რო­ნეს. ის 3 წლის ბი­ჭი, დღეს ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი, გი­ზო ჟორ­და­ნია გახ­ლავთ. ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ, ბა­ტო­ნი გი­ზოს დამ - ნა­ნამ პი­ე­სა და­წე­რა. სპექ­ტაკ­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში, გი­ზო ჟორ­და­ნი­ას რე­ჟი­სო­რო­ბით და­იდ­გა და დღე­საც რე­პერ­ტუ­არ­შია.

"რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, გა­მო­ნა­გო­ნი არ არის, ზღა­პარს წა­ა­გავს, მაგ­რამ ზღა­პა­რი არ გე­გო­ნოთ. ნამ­დ­ვილ ამ­ბავს გა­ვი­თა­მა­შებთ", - ამ სიტყ­ვე­ბით იწყე­ბა "თეთ­რი იასა­მა­ნი"; სპექ­ტაკ­ლი, რომ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი ტი­რის, სცე­ნა­ზე კი მთა­ვა­რი დე­კო­რა­ცია დახ­ვ­რე­ტი­ლი ვა­გო­ნია.

ნა­ნა ჟორ­და­ნია:

- რეპ­რე­სი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ჩე­მი გვა­რით ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ იყო. რად­გან ნოე ჟორ­და­ნი­ას ნა­თე­სა­ვე­ბი ვი­ყა­ვით, გვდევ­ნიდ­ნენ. ამ­ბავ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახს თავს გა­დახ­და, პი­ე­სა დავ­წე­რე. თურ­მე, იმ პე­რი­ოდ­ში ჩე­მი ძმაც წერ­და და არ ვი­ცო­დი. ამ თე­მა­ზე აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კი პირ­ველ­მა მე და­ვიწყე. მინ­დო­და, ეს ამ­ბა­ვი სცე­ნა­ზე დად­გ­მუ­ლი­ყო და მხო­ლოდ ჩვე­ნი ოჯა­ხის თა­რო­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მქონ­და სურ­ვი­ლი, სხვა­საც გა­ე­გო, მო­ეს­მი­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის დი­დი პრო­ცენ­ტი ამ რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პ­ლია. დევ­ნა ხომ მას­შ­ტა­ბუ­რი იყო და ბევრს შე­ე­ხო.

- მა­მათ­ქ­ვე­ნის და­პა­ტიმ­რე­ბა რო­გორ მოხ­და?

- მა­მა ლან­ჩხუ­თის სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს გამ­გე იყო. რა­ი­ონ­ში ცნო­ბი­ლი პი­რი გახ­ლ­დათ. რო­გორც გად­მო­ცე­მით ვი­ცი, ერთ დღეს სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს­თან ახ­ლოს, ბე­რი­ას ჩა­უვ­ლია, მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რე­ბია და და­რა­ჯის­თ­ვის უკითხავს, - რო­გორ კარ­გად მოვ­ლი­ლია. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ვინ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­სო? და­რაჯს მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და გვა­რი უთ­ქ­ვამს. ბე­რი­ას უკ­მა­ყო­ფი­ლოდ ჩა­უ­ლა­პა­რა­კია: აღარ უნ­და დამ­თავ­რ­დეს ამ გვა­რის თა­რე­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიო? მორ­ჩა, მე­ტი მი­ზე­ზი რა­ღა უნ­დო­დათ?! ამ ამ­ბი­დან ძა­ლი­ან მა­ლე, ერთ ავ­ბე­დით ღა­მეს, სახ­ლ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­ვიდ­ნენ. მა­მა და დე­და წა­იყ­ვა­ნეს, მე მა­შინ 8 თვის ვი­ყა­ვი, გი­ზო - 3 წლის. 90 წლის ბე­ბი­ას­თან დაგ­ვ­ტო­ვეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი სას­ტი­კე­ბი იყ­ვ­ნენ, ძაღ­ლიც კი მოგ­ვიწ­ამ­ლეს. ბე­ბი­ამ დი­დი სტრე­სის ფონ­ზე გო­ნე­ბა და­კარ­გა. ამ დროს მე­ზობ­ლებს კა­რე­ბი ჩა­უ­რა­ზავთ, სახ­ლე­ბი­დან სი­ნათ­ლე აღარ გა­მო­დი­ო­და. ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო.

- მე­ო­რე დღი­დან თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რო­გორ გაგ­რ­ძელ­და?

- სახ­ლ­ში ჩუმ-ჩუ­მად შე­მო­სულ ნა­თე­სა­ვებს ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვ­დათ: 3 წლის ბი­ჭი ცალ­კე ტი­რო­და, მე - 8 თვი­სას, ალ­ბათ, ტი­რი­ლის თა­ვიც აღარ მქონ­და, თან მში­ე­რი ვი­ყა­ვი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ "ბა­ტო­ნე­ბიც" მქონ­და. რად­გან დე­დას ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე ვყავ­დი, რამ­დე­ნი­მე დღე მი­ლი­ცი­ა­ში და­მა­ტა­რებ­დ­ნენ და იქ მას მცი­რე ხნით მახ­ვედ­რებ­დ­ნენ. მე­რე ბი­ძამ და ბი­ცო­ლამ თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნეს, გი­ზო კი მა­მი­დამ წა­იყ­ვა­ნა. გი­ზო მა­ინც აზ­რ­ზე იყო, დედ-მა­მას ცნობ­და და იცო­და, რომ მა­მი­და ზრდი­და, მე კი ბი­ცო­ლას "დე­დას" ვე­ძახ­დი, ბი­ძას - "მა­მას".

- და-ძმა ერ­თ­მა­ნეთს ხვდე­ბო­დით?

- ვხვდე­ბო­დით, რო­გორც ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი. სა­ნა­თე­სა­ვო­ში ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი სხვა ბავ­შ­ვე­ბიც იყ­ვ­ნენ. რო­ცა

ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბო­დით, გი­ზო­სად­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და. ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ში­ნა­გა­ნი სით­ბო მო­დი­ო­და. ჩე­მი გამ­ზ­რ­დე­ლი დე­და - ანა იოსა­ვა 50 წლამ­დე იყო, თა­ვად შვი­ლი არ ჰყავ­და.

- თქვენს და­პა­ტიმ­რე­ბულ მშობ­ლებს რა ბე­დი ეწი­ათ? განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია