როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

18 მარტამდე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ყინვაა დაფიქსირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კი ძლიერი ქარი შენარჩუნდება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში დღისით ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 20-25 მეტრი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 3-8 გრადუსია, აღმოსავლეთ საქართველოში – 4-9 გრადუსი.

თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღისით 8 გრადუსი იქნება.

18 მარტს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. დაბლობში ღამით ყინვა -3 გრადუსი დაფიქსირდება. მთაში მოთოვს. დასავლეთში დღისით ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 8-13, ღამით ბარში კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

18 მარტს თბილისში ღამით 0 იქნება; დღე - 11 გრადუსი.

18-19 მარტს დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში ნალექი შენარჩუნდება.

19 მარტს საქართველოში გამოიდარებს და დღისით 12-19 გრადუსი იქნება.

20 მარტიდან კვლავ იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია