7 სახანძრო, 2 დაშავებული და ევაკუაცია "გუდვილში" - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

7 სახანძრო, 2 დაშავებული და ევაკუაცია "გუდვილში" - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ქავთარაძის "გუდვილში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია სახანძრომ დაახლოებით ერთ საათში მოახერხა. თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილზე სახანძრო ბრიგადები ჯერ კიდევ მუშაობენ. სუპერმარკეტის თანამშრომლების განცხადებით, დაახლოებით 12.00 საათისთვის შენობაში სინათლე ჩაქრა, რის შემდეგაც მალევე ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის შვიდი ბრიგადა მუშაობდა. შენობიდან განხორციელდა თანამშრომლების და მომხმარებლების ევაკუაცია.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ერთ პირს ინტოქსიკაცია აღენიშნება, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას სხეულზე დაზიანებები, ტრავმა აქვს მიყენებული. ამ წუთებში ის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადას ქირურგიის ინსტიტუტში გადაჰყავს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია