თბილისის ზოოპარკს მიმდინარე კვირას ახალი ფრინველები და ცხოველები შეემატება

თბილისის ზოოპარკს მიმდინარე კვირას ახალი ფრინველები და ცხოველები შეემატება

თბილისის ზოოპარკი რიგის ზოოპარკის საჩუქარს მიმდინარე კვირას მიიღებს. უფრო კონკრეტულად, როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მზია შარაშიძემ განუცხადა, რიგიდან 19 მარტს ავიარეისით ჩამოაფრენენ დიდი თითიყუშის სახეობას, 2 არარას. 21 მარტს კი ბათუმში, გემით შემოიყვანენ ცხოველებს.

"რიგის ზოოპარკისგან თბილისის ზოოპარკს საჩუქრად გადაეცემა 3 ალპაკა, ერთი აქლემი და 1 აზავერი, რომელთა ტრანსპორტირება თბილისში მოხდება", - განაცხადა შარაშიძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, რიგამ ცხოველების ტრანსპორტირებისათვის 15 000 ევრო გამოყო.

იხილეთ ვიდეო| როგორ მოემართებიან რიგიდან ცხოველები თბილისის ზოოპარკში - სახალისო ვიდეო აჭარულის მუსიკის ფონზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია