„კონკურენტუნარიანი უნდა ვიყო ამ საქმეში“ - რას საქმიანობს და რა გეგმები აქვს ჯულიანა ბარგნარს

„კონკურენტუნარიანი უნდა ვიყო ამ საქმეში“ - რას საქმიანობს და რა გეგმები აქვს ჯულიანა ბარგნარს

მუდ­მი­ვად რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვარ, ვვარ­ჯი­შობ, ვემ­ზა­დე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის­თ­ვის, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, წიგ­ნე­ბის სა­კითხა­ვად დრო ნაკ­ლე­ბად მრჩე­ბა. არა­და, ვგრძნობ, რამ­დე­ნად დი­დია ჩემ­ში კითხ­ვის სურ­ვი­ლი, მოთხოვ­ნი­ლე­ბა, ახალ გა­მო­ცე­მებს გა­ვეც­ნო", - ამ­ბობს ჯუ­ლი­ა­ნა ბარგნა­რი. ბევ­რის­თ­ვის ცნო­ბი­ლი არ არის, რომ ის ახ­ლა სტუ­დენ­ტია, ერთ-ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სტო­მა­ტო­ლო­გის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა.

- რო­დე­საც სკო­ლას ვამ­თავ­რებ­დი, გა­დაწყ­ვე­ტი­ლი არ მქონ­და, რო­მელ პრო­ფე­სი­ას და­ვე­უფ­ლე­ბო­დი. ჩე­მი ძმა სტო­მა­ტო­ლო­გია და მირ­ჩია, სა­ბუ­თე­ბი ამ ფა­კულ­ტეტ­ზე შე­მე­ტა­ნა. მოკ­ლედ, ძმას და­ვუ­ჯე­რე და ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი სტო­მა­ტო­ლო­გი­ა­ში. სწავლა დი­დი ინ­ტე­რე­სით, მონ­დო­მე­ბით და­ვიწყე, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკ­ვ­ლა­ვე­ბი" და­ემ­თხ­ვა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი დრო­ე­ბით შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა. ახ­ლა­ხან სას­წავ­ლე­ბელ­ში თა­ვი აღ­ვიდ­გი­ნე და ორ წე­ლი­წად­ში და­ვამ­თავ­რებ. მა­შინ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ოღონდ, იარე და შე­ღა­ვათს გა­გი­კე­თებ­თო, მაგ­რამ ასე­თი სწავ­ლა არ მინ­დო­და. პრო­ფე­სია მხო­ლოდ დიპ­ლო­მის გა­მო არ მინ­და მქონ­დეს - კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი უნ­და ვი­ყო ამ საქ­მე­ში.

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის" ახალ სე­ზონ­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რომ მი­ვი­ღო, არა მგო­ნია, დავ­თან­ხ­მ­დე. ახ­ლა ჩე­მი მეწყ­ვი­ლე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლია. ინ­ტენ­სი­უ­რად ვვარ­ჯიშობთ, რომ გა­ვი­დეთ კონ­კურ­სებ­ზე და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვე­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვოთ.

მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში რუ­სულ ენა­ზე ვკითხუ­ლობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს რე­მარ­კის შე­მოქ­მე­დე­ბა, მომ­წონს კო­ე­ლიო. მახ­სოვს, რე­მარ­კის "სა­მი მე­გო­ბა­რი" რომ წა­ვი­კითხე, ბევ­რი ვი­ტი­რე. ფილ­მებ­ზეც მი­ტი­რია. არ მიყ­ვარს, მხო­ლოდ მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბით რომ ლა­პა­რა­კო­ბენ და ამით ცდი­ლო­ბენ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნონ. ჩემ­თ­ვის სიტყ­ვებ­ზე მთა­ვა­რი მოქ­მე­დე­ბაა. რე­მარ­კი უბ­რა­ლო, ყვე­ლას­თ­ვის გა­სა­გე­ბი ენით წერს და ამი­ტომ მომ­წონს. მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბა, მე­გობ­რო­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და ამ სი­მარ­ტი­ვით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მომ­ხ­დე­ნი. ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი მი­ზი­დავს, ვერ გა­მაკ­ვირ­ვებს მხო­ლოდ მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბით მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნი. შე­საძ­ლოა, ის ძა­ლი­ან ნა­კითხი და ერუ­დი­რე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ ქცე­ვე­ბით სხვას ამ­ბობ­დეს და სიტყ­ვე­ბით - სხვას. მირ­ჩევ­ნია, მა­მა­კა­ცი ნაკ­ლებს ლა­პა­რა­კობ­დეს, მაგ­რამ მის ქცე­ვებ­ში ვიგ­რ­ძ­ნო ის მთა­ვა­რი, რაც მო­მა­ვალ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სურ­ვილს გა­მი­ჩენს.

- ეს ცეკ­ვა კუ­ბა­ში, აფ­რი­კე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბის მი­ერ იქ­ნა შე­ტა­ნი­ლი. ევ­რო­პა­ში კი ცნო­ბილ­მა ფრანგმა პე­და­გოგ­მა, მესიე პი­ერმა შე­ი­ტა­ნა. 1925 წლამ­დე ნიუ-იორ­კ­ში ამ ცეკ­ვას სა­ერ­თოდ არ აღი­ა­რებ­დ­ნენ. მე­რე კი ღა­მის კლუ­ბე­ბი და­იპყ­რო. მი­გა­ნიშ­ნებ, მას "სუ­ლის გზას" უწო­დე­ბენ. და­ბა­დე­ბის თა­რი­ღად 1913 წე­ლია მიჩ­ნე­უ­ლი. რო­მელ ცეკ­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- რუმ­ბა.

- ეს ცეკ­ვა გა­მორ­ჩე­უ­ლად გიყ­ვარს?

- შე­უძ­ლე­ბე­ლია, რუმ­ბა არ გიყ­ვარ­დეს, მას "სიყ­ვა­რუ­ლის ცეკ­ვა­საც" უწო­დე­ბენ. საერთოდ, ემო­ცი­უ­რი ცეკ­ვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რუმ­ბა ნე­ლია, მაგ­რამ გრძნო­ბე­ბი გა­მო­ხა­ტუ­ლია. არ მეს­მის, რო­ცა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ამ­ბო­ბენ - ეს ცეკ­ვა რთუ­ლია, ის მარ­ტი­ვია. შე­საძ­ლოა, შე­ნი სხე­უ­ლის­თ­ვის ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი და მო­სარ­გე­ბი იყოს, სხვა ცეკ­ვას სულ სხვაგ­ვა­რი რიტ­მი აქვს, ყვე­ლა ცეკ­ვა თა­ვი­სე­ბუ­რად რთუ­ლია.

- მას კი ევ­რო­პულ ცეკ­ვებს შო­რის ყვე­ლა­ზე მხი­ა­რულ ცეკ­ვად მი­იჩ­ნე­ვენ. ზო­გი­ერ­თი "სი­ხა­რუ­ლის ცეკ­ვა­საც" კი უწო­დებს. შექ­მ­ნის თა­რი­ღად 1923 წე­ლი ით­ვ­ლე­ბა.

- კვიკ­ს­ტე­პი. სა­მეჯ­ლი­სო სკო­ლებ­ში ცეკ­ვას­თან ერ­თად ამ ცეკ­ვის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­ა­საც ას­წავ­ლი­ან.

- ცეკ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ შე­კითხ­ვას და­გის­ვამ: დღეს მას შეყ­ვა­რე­ბულ­თა არის­ტოკ­რა­ტი­ულ ცეკ­ვას უწო­დე­ბენ, მაგ­რამ მის ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ამე­რი­კა­ში ევ­რო­პი­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი ღა­რი­ბე­ბი­სა და მო­ნე­ბის ცეკ­ვა იყო. პაპ­მა, ბე­ნე­დიქ­ტე XV-მ ის აღ­ვი­რახ­ს­ნილ ცეკ­ვად გა­მო­აცხა­და და აკ­რ­ძა­ლა. რო­მელ ცეკ­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (ფიქ­რობს) ნე­ლი ვალ­სი, ხომ?

- ცდე­ბი. მი­გა­ნიშ­ნებ, ბუ­ე­ნოს-აირეს­ში ყო­ველ წელს ამ ცეკ­ვის ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა, აქ არის მი­სი სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც 2003 წელს გა­იხ­ს­ნა.

- ტან­გო.

- დი­ახ. თუ გახ­სოვს, რო­დის აღ­ნიშ­ნა­ვენ ტან­გოს სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს?

- არა.

- 11 დე­კემ­ბერს. ამ დღეს და­ი­ბა­და ტან­გოს უბად­ლო შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, კარ­ლოს გარ­დე­ლი.

- მო­მა­ვალ­ში მე­ცო­დი­ნე­ბა. გა­მახ­სენ­და, არ­გენ­ტი­ნულ ტან­გო­ზე ამ ის­ტო­რი­ას ცო­ტა ხნის წინ ვკითხუ­ლობ­დი.

- რო­მე­ლი­მე ცეკ­ვის ის­ტო­რიაა გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტერ­ესო?

- მა­გა­ლი­თად, "ლინ­დი ჰოპსს" ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ცეკ­ვავ­დ­ნენ. რო­გორც ვი­ცით, წარ­სულ­ში ფე­რად­კა­ნი­ან და თეთ­რ­კა­ნი­ან ადა­მია­ნებს ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ნ­ასხ­ვა­ვებ­დ­ნენ. ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი მო­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და მა­შინ, რო­ცა შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი და გარ­თო­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, ამ ცეკ­ვას ცეკ­ვავ­დ­ნენ. ვთვლი, რომ ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ამ ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბი­სას შე­უ­და­რებ­ლე­ბი არი­ან.

- ცეკ­ვის ხა­სი­ა­თი ილე­თებ­ში ჩანს?

- გი­ჟუ­რია, თით­ქოს გა­მო­ხა­ტუ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლი, გარ­თო­ბის მო­ნატ­რე­ბა...

- "გა­ზაფხუ­ლი შე­მო­სუ­ლა, ლენ..."

- ეს სიმ­ღე­რა მო­მის­მე­ნია.

- ლექ­სის ავ­ტო­რი ვინ არის?

- არ ვი­ცი.

- მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე. რო­მე­ლი მე­ტია - 20-ის 25 % თუ 25-ის 20%?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია