"ხალხში ახალ პოლიტიკურ ძალაზეა მოთხოვნა" - ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალ არჩევნებზე

"ხალხში ახალ პოლიტიკურ ძალაზეა მოთხოვნა" - ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალ არჩევნებზე

საპარლამენტო არჩევნებამდე 6-7 თვეა დარჩენილი და პოლიტიკური პარტიებიც აქტიურად ემზადებიან. თუმცა, უკვე არსებულ და ბევრისთვის ცნობილ პარტიებთან ერთად საარჩევნო ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდნენ, მათგან ზოგი მმართველ გუნდს გამოეყო, ზოგი საპარლამენტო უმცირესობას, ზოგიც კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამს. შევეცადეთ გაგვერკვია, ეს პარტიები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას საშემოდგომო არჩევნებში და რა შანსები აქვთ მათ მმართველ გუნდთან შედარებით.

კოალიციიდან გამოსული "თავისუფალი დემოკრატების" წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით, უკვე ერთი წელია პარტია აქტიურად ემზადება საარჩევნოდ, დადიან რეგიონებში და მოსახლეობას ხვდებიან.

არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" – "რა თქმა უნდა, "გირჩი" აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ბოლო სამი თვეა ამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციით ვართ დაკავებული", - ამბობს პარტიის წევრი გოგა ხაჩიძე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს პარტია "ბედნიერი საქართველოც", რომლის დამფუძნებელი კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკია. იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."