„ბავშვი დავტოვო იმისთვის, რომ კაფეში წავიდე, ცოტა მეუხერხულება...“ - როგორია მაკა ძაგანია დედის ამპლუაში

„ბავშვი დავტოვო იმისთვის, რომ კაფეში წავიდე, ცოტა მეუხერხულება...“ - როგორია მაკა ძაგანია დედის ამპლუაში

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი მაკა ძაგანია, მისი გმირისგან, თინასგან, რადიკალურად განსხვავებული ყოველდღიურობით ცხოვრობს... ოჯახურ ცხოვრებაშია თავიდან ბოლომდე გადართული, ზრდის წლისა და 4 თვის გიოს და ამავდროულად საკმაოდ რთულ, გარდატეხის ასაკში ჰყავს უფროსი შვილი. მაკას შვილებზე და დედობის სირთულეზე ვესაუბრეთ.

- გიო წლის და 4 თვის ხდება, ყველაზე რთული ასაკი აქვს. ძალიან ბევრს დადის და არ ლაპარაკობს, მუნჯურად გვაგებინებს ყველაფერს, რაც უნდა, ვცდილობ ვათქმევინო სიტყვები, მაგრამ ის მაინც თავის ენაზე გვესაუბრება.

- ნუცი რამდენად გეხმარება ბავშვის გაზრდაში, თუ რჩება ამისთვის დრო?

- ბავშვს მარტო ვზრდი, ძიძის გარეშე, ახლა დედაჩემიც არაა ქალაქში. როცა აქაა, მაშინაც სულ მუშაობს, მაგრამ სახლში ნახევარ საათს რომ წამეხმარება ხოლმე, ეგეც კარგია... მე, როგორც დედას ყველაზე რთული ეტაპი მაქვს, იმიტომ, რომ უფროსი შვილი მყავს თინეიჯერი, გარდატეხის ასაკში, პატარა კი ახლა იწყებს სამყაროს შეცნობას, დაიწყო სიარული, აინტერესებს ყველაფერი და ეპოტინება რასაც წვდება. ისეთი "ბნელი" კუთხიდან ისეთ პატარა დეტალს ამოაძრობს ხოლმე, მიკვირს, ან საიდან ხედავს ან როგორ უჩნდება სურვილი, მაინცდამაინც იმ პატარა რაღაცას შეეხოს. თუნდაც მტვერი იყოს, ყველაფერი რომ გაწმინდო, დაასუფთავო, მაინც პოულობს რაღაც ისეთს, რომლის გემოც აინტერესებს და პირისკენ მიაქვს. ამ დროს რა დღეში ვარ, ალბათ ამას ყველა დედა გაიგებს. ორივე შვილს ძალიან რთული ასაკი აქვს და მგონია, რომ ამაზე რთული პერიოდი დედისთვის არ არსებობს. ნუცი ახლა იმ ასაკშია, როცა უნდა მეგობრები, გართობა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ მეხმარება. 5 წუთით თუ დაიტოვებს ხოლმე, რომ ან მაღაზიაში გავიქცე, ან აბაზანაში შევიდე, ესეც იმ შემთხვევაში, თუ სახლშია და არსად მიდის, თორემ რამე რომ გადადოს იმის გამო, რომ მე მომეხმაროს, ამის შანსი არ არის. ყველა ზემოჩამოთვლილ სიამოვნებასთან ერთად გვყავს ძაღლი, რომელსაც ასევე ცალკე ყურადღება და ელემენტარულად გასეირნება სჭირდება. იმ დღეს დავურეკე ნუცის და ვკითხე, როდის მოხვალ-მეთქი, მინდოდა ძაღლი გაესეირნებინა და დამარიგა, რა იყო, მოკიდე ხელი და გაიყვანეო. მართლა გავიყვანე, იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა... ძალიან სასაცილო ვიყავი, ერთ ხელში ბავშვი მეჭირა აღვირით და მეორე ხელში - ძაღლი საყელურით, ორს ერთად დავატარებდი აქეთ-იქით, ალბათ უცხო თვალისთვის ძალიან სასაცილო დასანახი ვიქნებოდი.

- მართალია, ნუცისაც მესმის, მაგრამ როგორც დედას ხომ არ გწყინს მისი ასეთი დამოკიდებულება?

- ყველას გამოვლილი გვაქვს ეგ ასაკი და ყველამ ვიცით, რაც არის, აქედან გამომდინარე, არ მწყინს. ძალიან კარგი იქნებოდა, ცოტა სხვანაირი ყოფლიყო და ეფიქრა იმაზეც, რომ დედას ხელი გავუმართოო, მაგრამ რადგან არ ითვალისწინებს ამ ყველაფერს, სხვა ვერ დააძალებს. თვითონ როგორც გადაწყვეტს, ისე მოიქცევა, მეც ვერ დავაძალებ... რანაირად დავაძალო, მოდი მომეხმარე-მეთქი, თუ თვითონ არ გაუჩნდა სურვილი

- რამდენად გაურთულდა ხასიათი გარდატეხის ასაკში და რამდენად შეიცვალა?

- ყველა ადამიანს აქვს გარდატეხის ასაკში სირთულე და ყველა გადის ამ პროცესს, მაგრამ ნუცის ხასიათი ძალიან შეეცვალა, ერთ წუთში რომ კარგ ხასიათზეა, მოულოდენლად ცუდ განწყობაზე დგება, ამან გამიჩინა ეჭვი, რომ შეიძლებოდა ენდოკრინოლოგიური პრობლემები ჰქონოდა. წავიყვანე, გამოვიკვლიეთ, მაგრამ ესეც გამოირიცხა, რაც იმის დასტურია, რომ ეს ცვალებადობა გარდატეხის ასაკის ბრალია. ერთი სული მაქვს, როდის გადაივლის და დამთავრდება ეს პერიოდი. ერთ წუთში შეიძლება ვიყო "დედუსი" და ჩემზე უკეთესი არავინ ჰყავდს, მეორე წუთში კი გავხდე მისი მტერი, ელემენტალური აკარძალვის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ზამთარში აბაზანიდან ახალ გამოსულს მაშინვე გარეთ გასვლის ნება არ მივცე. მეუბნება ხოლმე, ხომ იცი, რომ ჩემთან ჩხუბი არ ჭრისო, ტკბილი სიტყვაც რომ აღარ ჭრის, რა უნდა გავაკეთო, რაღაცნაირად ხომ უნდა მოგაწოდო ინფორმაცია-თქო, - ვეუბნები.

- ჩვილობისას თვითონ ნუცი როგორი გასაზრდელი იყო, მაშინაც მარტო ზრდიდი?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია