ქართველ მორაგბეთა ნაკრები დღეს რუმინეთს დაუპირისპირდება

ქართველ მორაგბეთა ნაკრები დღეს რუმინეთს დაუპირისპირდება

"დინამო არენაზე" დღეს რაგბიში საქართველო-რუმინეთის მატჩი გაიმართება. მატჩი "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" "პირველი არხი" წარმოადგენს.

მატჩის გამარჯვებული ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლება, რომელიც საქართველოს და რუმინეთის დაპირისპირების დროს ტრადიციულად თამაშდება.

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის განცხადებით, რუმინეთთან სეზონის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე რთული მატჩი გველოდება.

ევროპის ერთა თასის ბოლო ტურის მატჩის წინა დღეს, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა პრესკონფერენცია გამართეს. რუმინელთა განცხადებით, თუ საქართველო უკვე გასულია მსოფლიოს ჩემპიონატზე, მათ ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ და ამ ტურნირს სწორედ საამისოდ განიხილავენ.

აქამდე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებმა ერთმანეთთან 19-ჯერ ითამაშეს. ათი მატჩი "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, რვა რუმინელებმა და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია