"ეს მთელი საქართველოსთვის დიდი სიამაყეა" - პრემიერი "ბორჯღალოსნებს" გამარჯვებას ულოცავს

"ეს მთელი საქართველოსთვის დიდი სიამაყეა" - პრემიერი "ბორჯღალოსნებს" გამარჯვებას ულოცავს

დიდი სიამაყეა მთელი საქართველოსთვის თითოეული ადამიანი, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-რუმინეთის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"პრემიერმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, თითოეულ მოთამაშეს და რაგბის ყველა გულშემატკივარს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება მიულოცა.

ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მოთამაშეს. ძალიან დიდი სიამაყეა მთელი საქართველოსთვის თითოეული ადამიანი, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა და ძალიან ამაყი ვარ დღეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი 38:9 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი გახდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."