სამთავრობო შენობების ფასადებზე სიმბოლიურად შუქი ჩააქრეს

სამთავრობო შენობების ფასადებზე სიმბოლიურად შუქი ჩააქრეს

საქართველო დღეს მსოფლიოში ყველაზე მასობრივ გარემოსდაცვით მოძრაობას - "დედამიწის საათს" მერვედ შეუერთდა, რომელიც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.

"დედამიწის საათის" დროს მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარს ამბობს და პლანეტის მიმართ თანადგომას გამოხატავს.

20:30–დან 21:30 საათამდე, გარე განათება გამოირთო საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ისტორიული ნაგებობებისა და სამთავრობო შენობების ფასადებზე. გაიმართა გარემოსდაცვითი აქციები.

თბილისში სიმბოლურად ჩაქრა ნარიყალა, მშვიდობის ხიდი, სატელევიზიო ანძა, პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი, მთავრობის კანცელარია, მერია, გაეროს სახლი, ახალგაზრდობის სასახლე, სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების შენობები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია