სამების ტაძარში ძლიერი დაკვამლიანებაა - ადგილზე მობილიზებულია სახანძრო

სამების ტაძარში ძლიერი დაკვამლიანებაა - ადგილზე მობილიზებულია სახანძრო

სამების საკათედრო ტაძარში ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კვამლი სამების ტაძრის პირველ სართულზეა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერას ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრიდან მოქალაქეების ევაკუირება დროულად მოხერხდა. ამ დროის მონაცემებით დაშავებული არავინაა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია