სამებაში ხანძრის გაჩენის რა ვერსიებზე საუბრობენ სასულიერო პირები

სამებაში ხანძრის გაჩენის რა ვერსიებზე საუბრობენ სასულიერო პირები

სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის ვერსიებზე საუბრობენ. როგორც PALITRANEWS-ის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სასულიერო პირები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროკაბელებს გაუჩნდა. არის ვერსიაც, თითქოს ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში სტამბიდან გაჩნდა.

"საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ტაძარს მოულოდნელად შეუწყდა დენის მიწოდება. შეიძლება ეს გამოწვეული იყოს ამ ხანძრის გამო, თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ შესაძლოა თვითონვე გათიშეს ელექტროენერგია, რომ უფრო საშიში არ გამხდარიყო ხანძრის გავრცელება" - ამბობს დეკანოზი თეიმურაზი PALITRANEWS-თან საუბარში.

იხილეთ კადრები სამების ტაძრიდან

არქიმანდრიტ იოანეს თქმით კი, იმ სართულზე სადაც ცეცხლი გაჩნდა, განთავსებულია "ახალგაზრდული ცენტრი, ასევე აქ არის საწყობი მეორადი ტანსაცმელების, რომელსაც ხალხი წირავს და სტამბა. სავარაუდოდ, სწორედ იქ გაჩნდა ცეცხლი, დაზუსტებით ვერ გეტყვით".

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კვამლი სამების ტაძრის პირველ სართულზეა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრიდან მოქალაქეების ევაკუირება დროულად მოხერხდა. ამ დროის მონაცემებით დაშავებული არავინაა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია