Old Irish-ის თავსდატეხილი ემოციები, ანუ, თავის გატეხვას ბოთლის გატეხვა ჯობია!

Old Irish-ის თავსდატეხილი ემოციები, ანუ, თავის გატეხვას ბოთლის გატეხვა ჯობია!

მარტის დასაწყისში ქართველ ლუდის გურმანებს ახალი სპეცლუდის დაგემოვნების საშუალება აქვთ. კომპანია "ნატახტარმა" ლუდის რეცეპტურის შექმნამდე ჩაატარა ლუდის განსაკუთრებული რეცეპტურების კვლევა. საბოლოო ჯამში არჩევანი ირლანდიურ გემოზე შეჩერდა.

"ლუდი "ოლდ აირიში" ოთხი სახის ალაოსგან მზადდება და თვითონ სითხეც, როგორც ირლანდიურ ლუდს ახასიათებს, წითელი ფერისაა. რა თქმა უნდა, ბრენდის კომუნიკაციაც ირლანდიური თემატიკის, განსაკუთრებით კი ირლანდიური პაბის გარშემო აეწყო.

ინტერნეტ კამპანიის ფარგლებში მთავარი გათვლა მომხმარებლის რეალურ განცდებსა და ემოციებზე გაკეთდა. მივმართეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და გამოვიყენეთ ოკულუსის სათვალე, რომელიც ვიდეოს 360 გრადუსით ყურების საშუალებას იძლევა და შესაძლებელს ხდის მაყურებელმა სრულად განიცადოს ის ემოციები, რაც ვიდეოში ხდება.

პროექტის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მძაფრი განცდების ხარჯზე წაგვეშალა ზღვარი ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის. ამიტომ, სანამ გამვლელი ირლანდიაში ვურტუალურად მოგზაურობდა მის გარშემო ნამდვილი ირლანდიური პაბი იწყობოდა.

ვიდეოს Old Irish-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე 3 დღეში უკვე 700 000-ზე მეტი ნახვა და 18500-ზე მეტი გაზიარება აქვს. ამ მაჩვენებლით, თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს ვიდეო წლის ყველაზე ვირუსული ვიდეო/Branded Content-ია. პროექტის კრეატიულ კონცეპტზე სააგენტო "ლივინგსტონმა" იმუშავა", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?

17.000 ლარი ფასდაკლება და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად მაზდა ცენტრი თეგეტასგან