სამებაში ხანძრის ლიკვიდაციას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება

სამებაში ხანძრის ლიკვიდაციას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება

სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძარი რამდენიმე საათში მთლიანად იქნება ლიკვიდირებული, - ამის შესახებ ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა. მისივე თქმით, მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხეს.

"ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ამ ეტაპზე ხანძრის დროულად ლოკალიზება. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. მეხანძრე-მაშველებს მუშაობა რთულ პირობებში უწევთ", - აღნიშნა ქაწაშვილმა და აქვე დასძინა, რომ დაზარალებულია არავინ არის.

ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახური ახლაც მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ თავიანთი საქმე მიიყვანონ ბოლომდე. "გამოვიძახე ჩვენი დასუფთავების სამსახური იმისთვის, რომ ხანძრის ბოლომდე ლოკალიზების შემდეგ არსებული, დაზიანებული ნარჩენი მასა გამოვიტანოთ და გადავიტანოთ ნაგავსაყრელზე", - განაცხადა თბილისის მერმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია