რა პროცედურების გავლა უწევთ ქართველ პაციენტებს, როდესაც მათ საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ

რა პროცედურების გავლა უწევთ ქართველ პაციენტებს, როდესაც მათ საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ

სოციაური ქსელებით, სხვადასხვა საიტებითა თუ ტელეგადაცემებით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროებათ. რა პროცედურების გავლა უწევთ პაციენტებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების დროს, როდესაც მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, საქართველოში კი შესაბამისი სერვისი არ არსებობს? ამ შეკითხვით AMBEBI.GE ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსს, მარინა დარახველიძეს მიმართა.

- ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს და სახელმწიფო ქვეყნის შიგნით უამრავ სერვისს აფინანსებს. მაგრამ თუ კონკრეტული სამედიცინო მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის გარეთ, მაშინ ჩვენ ვაფინანსებთ ასეთ ოპერაციებს.

ზოგადად, როდესაც სახელმწიფოს აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, პაციენტს კი ესაჭიროება ოპერაცია საზღვარგარეთ, იმის გასარკვევად ქვეყნის შიგნით შეუძლია თუ არა შესაბამისი სერვისით სარგებლობა, პაციენტი დარგის ექსპერტთან იგზავნება.

თუ ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია, ვინაიდან საერთოდ არ არსებობს მსგავსი სერვისი ან არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო კომისიის სხდომაზე ინდივიდუალურად იხილავს ამ პაციენტის მიერ შემოტანილ განაცხადს და კომისია გადაწყვეტს დააფინასოს თუ არა პაციენტი. დაფინანსება ხდება იმ ვალუტაში, რომელზეც მოთხოვნაა კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც პაციენტი მიიღებს სერვისს. მაქსიმუმი, რაც ტექნიკურად გაცემულა, არის 100 000 დოლარი ან ევრო. რასაკვირველია, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს საბუთები იმ კლინიკიდან, სადაც უნდა მიიღოს შესაბამისი მომსახურება.

- თუმცა, როდესაც ადამიანს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, ასეთ დროს წუთებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად სწრაფად იხილავს ექსპერტი პაციენტის განაცხადს?

- ძალიან ოპერატიულად, როგორც კი შემოდის განცხადება, იმ დღეს ან მეორე დღესვე შეიძლება გაიცეს პასუხი, ამასთანავე ექსპერტმა პირადად უნდა ნახოს პაციენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გასცემს დასკვნას.

- როდესაც კომისია გასცემს დადებით დასკვნას, რა არის შემდგომი პროცედურები?

- განსაკუთრებული არაფერი, ხელშეკრულება ფორმდება იმ კლინიკასთან, სადაც პაციენტი მიდის.

- თუ პაციენტს სჭირდება სპეციალური მომსახურება, შეიძლება საჭირო იყოს მისთვის წოლითი რეჟიმი, შესაძლებელია ასეთი მომსახურების გაწევა?

- დიახ, შესაძლებელია. საქმის განხილვა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება, მაგრამ შესაძლებელია იყოს გათვალისწინებული რეფერალური ან კატასტროფის მანქანა, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან უშუალოდ კომისიის წევრი არ ვარ.

- თუ, მაგალითად, მაქვს შესაბამისი თანხა, რომ თავად დავფარო საზღვარგარეთ ოპერაციის ხარჯი, ამ შემთხვევაში სამინისტროსთან აღარ მიწევს შეხება?

- არა, როცა თავად იხდით, ამ შემთხვევაში აღარ.

რაც შეეხება ვიზის საკითხს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, პაციენტი დამოუკიდებლად აგვარებს ამ საკითხს იმ ქვეყნის სალეჩოსთან, სადაც მიდის. ხოლო უწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ საელჩო შექმნის პრობლემას საავადმყოფოს მოწვევასთან დაკავშირებით.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია