"მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ" - სამების ტაძარი დროებით დაიკეტა

"მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ" - სამების ტაძარი დროებით დაიკეტა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის მოსალოცად დროებით დაიკეტა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამების ლავრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სამების ლავრის ბერებისათვის მონასტრის ტიპიკონიდან გამომდინარე, მსახურება რომ არ შეჩერდეს, წირვა-ლოცვა სამების ლავრის ოთხ მცირე ტაძარში ჩატარდება.

არქიმანდრიტის თქმით, აღნიშნულის გამო, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდეს და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას სიონში აღავლენს.

"მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ სამების ტაძარი. სავარაუდოდ, შაბათ-კვირას უწმინდესი სიონში იქნება. სამებაში წირვა არ ჩატარდება", - აღნიშნა მამა იოანემ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, არქიმანდრიტის განცხადებით, ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე ექსპერტები ელექტროენერგიის მიზეზით ხანძრის გაჩენას გამორიცხავენ. მისივე თქმით, გუშინ სამების სტამბის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. ხანძრის შედეგად სტამბის საწყობში განთავსებული ძალიან დიდი რაოდენობით საეკლესიო ლიტერატურა დაიწვა.

"ფართობი საკმაოდ დიდია. 1200 კვ. მეტრ ფართობია დამწვარი, მაგრამ 20 ათას კვ.მ ფართობია დაზიანებული. ზუსტად ახლა ექსპერტები სწავლობენ და ელექტროენერგია თითქმის უკვე გამოირიცხება. ანუ, ვერაფერს ვერ ვიტყვით, ხელოვნურად მოხდა თუ არა ხანძარი. ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ელექტროენერგიაზე რასაც საუბრობდნენ, ეს გამორიცხულია", - დასძინა არქიმანდრიტმა.

ნახეთ ვიდეო| ახალი კადრები სამების საკათედრო ტაძრიდან - სასულიერი პირები ხანძრის მიზეზებზე საუბრობენ

ასევე წაიკითხეთ: რა ხდება სამებაში ძლიერი ხანძრის შემდეგ - პრემიერი შემთხვევის შედეგებს ადგილზე გაეცნო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია