"1250 მეტრი! I'll be back!" - ბუკა პეტრიაშვილის პირველი გასეირნება მძიმე ოპერაციის შემდეგ

"1250 მეტრი! I'll be back!" - ბუკა პეტრიაშვილის პირველი გასეირნება მძიმე ოპერაციის შემდეგ

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ცოტა ხნის წინ გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ ფორმაში ჩადგომას ცდილობს. დღეს ალექსი პეტრიაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუღლესთან, ეკა მიშველაძესთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა შემდეგი მინაწერით: "ესეც პირველი წრე კუს ტბაზე! 1250 მეტრი! I'll be back!".

26 თებერვალს მომხდარი თავდასხმის შემდეგ პეტრიაშვილს ორი ოპერაცია გაუკეთდა. საავადმყოფოდან გამოწერილმა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩებისა და ბეისბოლის ბიტების მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაშია".

პეტრიაშვილს საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე ორი პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი, ლევან მექვაბიშვილი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღეში დააკავეს.

"კორონამ დამიტოვა ძალიან ძლიერი ტკივილი სახსრებში, ხშირი თავის ტკივილები... არ არსებობს, კიდევ თქვით" - იუნა შაფათავა

"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

როგორ ცეკვავს კახა კალაძე შვილებთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე